ძირითადი ტეგები ფაილების  ჩასმა ცხრილები ფრეიმები ფორმები განთავსება ჩემს შესახებ

HTML ენის ცნება

ჩვენს მიზანს წარმოადგენს, დავეუფლოთ Web - გვერდების შექმნის ხელოვნებას World Wide Web - ისათვის. ამისათვის საჭიროა გავეცნოთ იმ წესებს , რომლეთა მეშვეობითაც გვერდები იქმნება. ყოველი საიტი წარმოდგენილია ცალკეული ტექსტური ფაილის სახით, რომლის შექმნა შესაძლებელია ნებისმიერ ტექსტურ რედაქტორში, რადგან ფაილი ტექსტის გარდა შეიძლება შეიცავდეს ილუსტრაციებს, ანიმაციებს და ა. შ; ამისათვის ტექსტი თავსდება სპეციალურ კონსტრუქციაში, რომელიც Tag - ტეგის სახელითაა ცნობილი (<..>). მთელი იმ წესების კრებადობას რომლის საშუალებითაც ხდება Web - გვერდების ფაილების შექმნა და სხვადასხვა ტეგის ჩაწერა, ჰიპერტექსტის მარკირების ენა ანუ HTML Hyper Text Markup Lanuage ეწოდება.
ბრაუზერი ფაილებს ხსნის HTML ფორმატში, ანხორციელებს ტეგების გაშიფვრას და წარმოგვიდგენს საიტს იმ სახით, რომლითაც იგი ავტორის მიერ იყო ჩაფიქრებული. ოპერაციულ სისტემაში Web- გვერდებს უნდა ჰქონდეთ გაფართოება HTM ან HTML . 
HTML- ის წესების შესწავლისას არ არის საჭირო ჩვენს მიერ შექმნილი გვერდების ინტერნეტში განთავსება, საკმარისია მათი შენახვა ფაილების სახით ლოკალური ქსელი სერვერზე.

ტეგების სია რომლებიც განიხილება ამ საიტზე

ამოსაბეჭდი ვერსია

Georgian Fonts


Используются технологии uCoz