ძირითადი ტეგები ფაილების  ჩასმა ცხრილები ფრეიმები ფორმები განთავსება ჩემს შესახებ

 

VI ნაწილი
ფაილების გაგზავნის განაწესი FTP

ინტერნეტზე საუბრისას აქამდე პრაქტიკულად ვგულისხმობდით მსოფლიო კომპიუტერის ქსელს World Wide Web (WWW), რომლებთანაც რიგით მომხმმარებელს ყველაზე ხშირად უხდება ურთიერთობა და რომელიც ხშირად ინტერნეტთან რის გაიგივებული.
აქამდე ვიხილავდით ჰიპერტექსტის გაცვლის განაწესს HyperText Transfer Protocol (HTTP), რომელიც გამოიყენება WWW ქსელში. შესაბამისად, ინტერნეტის აქამდე განხილული მისამართებიც http:// სიმბოლოებით იწერება.
ამჯერად განვიხილავთ ფაილების გადაგზავნის განაწესს File Transfer Protocol (FTP), FTP სერვერის შესაბამის ფანჯარაში არ არსებობს გრაფიკული ელემენტები და საერთოდ, რაიმე სპეციალური გაფორმება, ასეთი კვანძები გამოიყენება მხოლოდ ფაილების შესანახად და გადასაცემად. მომხმარებლის უმეტესობა მას იყენებს პროგრამებისა და დოკუმენტაციის მოსაძებნად და გადმოსაწერად. FTP სერვერებზე კონცენტრილებულია ფაილების უზარმაზარი რაოდენობა, ამასთან, მათი უმეტესობა უფასოა.


FTP განაწესი საშუალებას იძლევა:
1. საკუთარი კომპიუტერიდან გავაგზავნოთ ფალის ასლი ინტერნეტში ჩართულ სხვა კომპიუტერზე. ამ პროცესს ინტერნეტის ტერმინოლოგიით Upload-ს უწოდებენ;
2. ინტერნეტში ჩართულ სხვა კომპიუტერებიდან გადმოვიწეროთ ფაილის ასლი ლოკალურ კომპიუტერზე. ამ პროცესს Download-ს უწოდებენ.
გასაგზავნი ან მისაღები ფაილი შეიძლება ნებისმიერი ტიპისა იყოს და შეიცავდეს ტექსტს, გრაფიკას, სურათებს, წარმოადგენდეს პროგრამას, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერს.
ფაილების გაგზავნისა და მიღების სხვა წესებიც არსებობს, მაგალითად ფაილების გადმოწერა უშუალოდ Web-გვერდიდან შეიძლება, მათი გაგზავნა და მიღება ელექტროფოსტითაც შეიძლება.
ელექტრო ფოსტისაგან განსხვავებით, FTP განაწესით მომხმარებელი მეორე კომპიუტერს უშუალოდ უკავშირდება და On-Line რეჟიმში მუშაობს სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინფორმაციის გაცვლა უშუალოდ ორ კომპიუტერს შორის მიმდინარეოს, მაშინ, როდესაც ელექტრო ფოსტის გაგზავნილი ინფორმაცია რამდენიმე საფოსტო სერვერს გაივლის.
აქედან გამომდინარე, FTP განაწესით გაგზავნლი იფორმაცია კონფიდენციალურობის თვალსაზრისით გაცილებით საიმედოა.
FTP - სთან მუშაობის რამდენიმე ხერხი არსებობს, გაცილებით მოსახერხებელია FTP სტან მუშაობა სპეციალური პროგრამის საშუალებით. რისთვისაც მოვძებნოთ ინტერნეტში ასეთი პროგრამა და გადმოვწეროთ ლოკალურ კომპიუტერზე, ამისათვის შევასრულოთ შემდეგი მოქმედებანი:
  1. ავამუშაოთ პროგრამა Microsoft Internet Explorer;
  2. სამისამართო სტრიქონში ჩავწეროთ www.download.com და დავაჭიროთ Enter ღილაკს ხელი.
 3. მიღებულ ფანჯარაში შევავსოთ საძიებო ველები, კლავიაურის დახმარებით ავკრიფოთ, FTP, ჩამონათვალის ერთსტრიქონიან ველში დავაყენოთ მნიშვნელობა In Downloads და დავაწკაპუნოთ Go ღილეკზე.
გადმოწერის შემდეგ გავხსნათ და დავაინსტალიროთ პროგრამა, პროგრამის ამუშავებისას ეკრანზე გამოდის ერთბაშად ორი ფანჯარა WS_FTP LE და Session Properties.თავდაპირველად განვიხილოთ Session Properties ფარჯრის General ჩანართი.
ჩანართის Profile Name ველში ჩაწერილი ტექსტი წარმოადგენს ყველა დანარჩენ ველში შეტანილი ინფორმაციის საერთო დასახელებას.
Host Name/ Address ველში იწერება FTP სერვერის მისამართი ან IP მისამართი, რომელიც გააჩნია ინტერნეტში ჩართულ ყოველ კომპიუტერს და წარმოადგენს ერთმანეთისაგან წერტილით გამოყოფილ ოთხ რიცხვს, რომელთაგანაც თითოეული შეიძლება იყოს რიცხვი 1-დან 255-ის ჩათვლით.
Host Name/ Address ველში იწერება არა საკუთარი კომპიუტერის არამედ, იმ კომპიუტერის IP მისამართი, რომელთანაც დაკავშიება გვსურს და რომელზეც მუშაობს FTP სერვერი.
შემდეგი ველების შევსება მაშინ არის საჭირო, როდესაც მომხმარებელს საკუთარი ანგარიში გააჩნია სერვერზე ან გამოყოფილი აქვს დისკური სივრცე ფაილების ჩასაწერად. ამ შემთხვევაში User ID ველში იწერება ანგარიშის სახელი, ხოლო Password ველში პაროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ჩავწეროთ Anonymus ჩამრთველი. დანარჩენი ველების შევსება საჭირო არ არის ok ღილაკზე დაჭერით მომენტალურად დაიხურება ფანჯარა და დამყარდება კავშირი FTP სერვერთან, პროგრამის ფანჯრის მარცხენა ნაწილში ჩანს ლოკალური კომპიუტერი, ხოლო მარჯვენაში კი FTP სერვერის ფაილები. ფაილების ასლის გადაწერა ლოკალური კომპიუტერიდან სერვერზეხდება ფანჯრის ცენტრში მოთავსებული ორი ღილაკით, რომელებიც გადაწერის მიმართულებას გვიჩვენებენ. დამთავრების შემდეგ ჩვეულებრივ ვხურავთ პროგრამის ფანჯარას.

 

Используются технологии uCoz