ძირითადი ტეგები ფაილების  ჩასმა ცხრილები ფრეიმები ფორმები განთავსება ჩემს შესახებ

 

V ნაწილი
ფორმები

ფორმების საშუალებით HTML დოკუმენტიდან შესაძლებელია ინფორმაციის გადაგზავნა რომელიმე წინასწარ განსაზღვრულ წერტილში, სადაც ამ ინფორმაციას გარკვეული სახით დაამუშავებს სპეციალური პროგრამა სკრიპტი. ფორმის შექმნა გაცილებით მარტივია ვიდრე ამ ინფორმაციის დამმუშავებელი სკრიპტისა, რომელიც მოითხოვს პროგრამირების საფუძვლიან ცოდნას. ამ თავში ჩვენ გავვეცნობით ფორმების შექმნას HTML ში.
ფორმა იწყება ტეგით <FORM> და იხურება </FORM> ტეგით. HTML დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს რამოდენიმე ფორმას, მაგრამ ფორმაში ფორმის მოთავსება არ შეიძლება, ხოლო HTML ტეგები და ტექსტი განუსაზღვრელი რაოდენობით შეიძლება იყოს მასში. ფორმას გააჩნია სამი ატრიბუტი:
ACTION - აუცილებელი ატრიბუტი. მიუთითებს, პროგრამა სკრიპტის მისამართს, რომელსაც
გადაეცემა მონაცემები დასამუშავებლად.
METHOD - განსაზღვრავს, თუ რომელი "პროტოკოლით" გადაეცეს მონაცემები სკრიპტს.
ამ ატრიბუტს გააჩნია ორი მნიშვნელობა Get და Post .მითითებული არაა,
იგულისხმება METHOD="GET".
ENCTYPE - განსაზღვრავს, თუ როგორ მოხდება სკრიპტისთვის გადასაცემი მონაცემების
კოდირება. თუ მითითებული არაა, თავისთავად იგულისხმება ENCTYPE="application/x-www-form-urlencoded".

უმარტივესი ფორმები:
სკრიპტს რომ გადაეცეს მონაცემები ფორმიდან, საჭიროა რაღაც მექანიზმი. ამ მექანიზმის შექმნა ძალზე მარტივია:
<INPUT TYPE="Submit"> ბროუზერი სადაც კი შეხვდება ამ კოდს, ეკრანზე გამოსახავს ღილაკს წარწერით - Submit.
მასზე მაუსით ზემოქმედებისას, ფორმაში შემავალი მონაცემები გადაეგზავნება სკრიპტს.
მაგალითი:
<html>
<head>
<title>formebi</title>
<meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=x-user-defined">
</head>
<body>
<basefont face="Geo_Times">
<h1 align="center">magaliTi</h1>
<form action="sample17.htm">
<input type="submit" VALUE="Home"> daaWireT
</form>
</body>
</html>
სკრიპტს, შეიძლება მიეთითოს ღილაკის სახელწოდება, თუ გამოვიყენებთ პარამეტრს NAME, მაგალითად: <INPUT TYPE="submit" Name="button" VALUE="Go!">, შექმნილ ღილეკზე მაუსით დაჭერისას, მონაცემები გადაეცემა სკრიპტს სახელით Button. სკრიპტი ინფორმაციას დაამუშავებს შესაბამისად დაჭერილი ღილაკისა.
ფორმების საშუალებით ინფორმაციის შეგროვება:
არსებობს <INPUT> ტიპის სხვა ელემენტები, რომელთა საშუალებით ფორმა თავს უყრის ინფორმაციას. ყოველი ელემენტი უნდა შეიცავდეს ატრიბუტს NAME, რომელიც განსაზღვრავს ამ ელემენტის და ცვლადის სახელს, რომელიც უნდა გადაეგზავნოს სკრიპტს. სახელი უნდა ჩაიწეროს ლათინური ასოებით. <INPUT> ელემენტების უმრავლესობა უნდა შეიცავდეს ატრიბუტს VALUE -მნიშვნელობა, რომელიც განსაზღვრავს სკრიპტისათვის გადასაცემ მნიშვნელობას. <INPUT TYPE="text"> და <INPUT TYPE="password"> ეს ატრიბუტი აუცილებელი არაა, რადგანაც მათ მნიშვნელობებს მომხმარებელი შეიყვანს კლავიატურიდან. <INPUT>
ტიპის ძირითადი ელემენტებია:
TYPE="text" - გამოსახავს ჩარჩოს ტექსტის შესაყვანად.

შეიცავს დამატებით ატრიბუტებს:
SIZE
- განსაზღვრავს ჩარჩოს სიგანეს.
მაგ <INPUT TYPE="text" SIZE="15" NAME="user" VALUE=" text"> - ეკრანზე გამოსახავს ჩარჩოს სიგანით 15 სიმბოლო, რომელშიც ჩაიწერება ტექსტი text.
MAXLENGHT - განსაზღვრავს, შესაყვანი სიმბოლოების მაქსიმალურ რაოდენობას;
TYPE="password" - გამოსახავს ჩარჩოს პაროლის შესაყვანად. ჩარჩო იდენტურია მხოლოდ ჩარჩოში ტექსტის ნაცვლად გამოდის ** სიმბოლოები.
TYPE="radio" -გამოსახავს რადიოღილაკს.მისი ატრიბუტია:
checked -ღილაკი მონიშნულია, აქტიურია.
TYPE="checkbox" -გამოსახავს კვადრატს, რომელშიც შეიძლება ნიშნულის გაკეთება.
ატრიბუტი, checked -გვიჩვენებს, რომ მონიშნულია.
TYPE="hidden" -განსაზღვრავს მონაცემთა უხილავ ელემენტს, რომელიც მომხმარებლისათვის უხილავი რჩება ფორმის შევსებისას და სკრიპტს გადაეცემა უცვლელად.
TYPE="reset" - გამოსახავს ღილაკს, რომელიც ფორმას დააბრუნებს საწყის მდგომარეობაში.

<INPUT> ფორმები შეიძლება შეიცავდნენ ელემენტებს:
<SELECT>-მენიუ და <TEXTAREA> ტექსტური სივრცე.
მაგალითი:
<SELECT> NAME="ანა"
<OPTION VALUE="1">ტექსტი1
<OPTION VALUE="2">ტექსტი2
-----------------------------------------------------------
<OPTION VALUE="მნიშვნელობაბოლო">ტექსტიბოლო
</SELECT>
იგი აგრეთვე შეიძლება შეიცავდეს ატრიბუტს multiple, რომლის დროსაც მენიუდან შეიძლება რამოდენიმე მნიშვნელობის ერთად არჩევა. ტეგი OPTION შეიძლება შეიცავდეს ატრიბუტს checked.

<TEXTAREA>
NAME -განსაზღვრავს სახელს, რომლითაც იგი გადაეცემა სკრიპტს
ROWS განსაზღვრავს სტრიქონების რაოდენობას ტექსტურ არეში.
COLS განსაძღვრავს ტექსტური საზღვრის სიგანეს.
WRAP განსაზღვრავს გადატანის წესს.
შესაძლო მნიშვნელობებია:
off ტექსტის გადატანა არ ხდება
virtual ტექსტის გადატანა მხოლოდ ეკრანზე აისახება, ხოლო სერვესზე უწყვეტი სტრიქონი მიდის.
physical - სიტყვის გადატანა, ყველა შესალებაელ შემთხვევაში მოხდება.
ქართული ღილაკის გაკეთება STYLE ელემენტის საშუალებით ხდება.
მაგალითი:
<HTML>
<HEAD>
<TITLE>sample</TITLE>
<meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=x-user-defined">
</HEAD>
<body>
<basefont face="Geo_Times">
<h2 align="center">ფორმის მაგალითი, სადაც გამოყენებულია ქართული შრიფტი Geo_Times</h2>
<form name="form1" method="post" action="">
<p>
<input type="text" name="textfield" style="font-family: Geo_Times">
შეიყვანეთ სახელი </p>
<p>
<input type="text" name="textfield2" style="font-family: Geo_Times">
შეიყვანეთ გვარი </p>
<p>
<input type="submit" name="Submit" value="დამოწმება" style="font-family: Geo_Times">
<input type="reset" name="Submit2" value="გაუქმება" style="font-family: Geo_Times">
</p>
</form>
</BODY>
</HTML>
 

Используются технологии uCoz