| ძირითადი ტეგები | ფაილების ჩასმა | ცხრილები | ფრეიმები | ფორმები | განთავსება | ჩემს შესახებ |
HTML ენის ცნება ჩვენს მიზანს წარმოადგენს, დავეუფლოთ Web - გვერდების შექმნის ხელოვნებას World Wide Web - ისათვის. ამისათვის საჭიროა გავეცნოთ იმ წესებს , რომლეთა მეშვეობითაც გვერდები იქმნება. ყოველი საიტი წარმოდგენილია ცალკეული ტექსტური ფაილის სახით, რომლის შექმნა შესაძლებელია ნებისმიერ ტექსტურ რედაქტორში, რადგან ფაილი ტექსტის გარდა შეიძლება შეიცავდეს ილუსტრაციებს, ანიმაციებს და ა. შ; ამისათვის ტექსტი თავსდება სპეციალურ კონსტრუქციაში, რომელიც Tag - ტეგის სახელითაა ცნობილი (<..>). მთელი იმ წესების კრებადობას რომლის საშუალებითაც ხდება Web - გვერდების ფაილების შექმნა და სხვადასხვა ტეგის ჩაწერა, ჰიპერტექსტის მარკირების ენა ანუ HTML – Hyper Text Markup Lanuage ეწოდება. ბრაუზერი ფაილებს ხსნის HTML ფორმატში, ანხორციელებს ტეგების გაშიფვრას და წარმოგვიდგენს საიტს იმ სახით, რომლითაც იგი ავტორის მიერ იყო ჩაფიქრებული. ოპერაციულ სისტემაში Web- გვერდებს უნდა ჰქონდეთ გაფართოება HTM ან HTML . HTML- ის წესების შესწავლისას არ არის საჭირო ჩვენს მიერ შექმნილი გვერდების ინტერნეტში განთავსება, საკმარისია მათი შენახვა ფაილების სახით ლოკალური ქსელი სერვერზე. ტეგების სია რომლებიც განიხილება ამ საიტზე
| ||||||